შაბათი, ივლისი 18, 2026

რა მატებს ქალბატონებს ასაკს?


რა მატებს ქალბატონებს ასაკს?

ათი მიზეზი, რის გამოც გარეგნულად ქალბატონებს ასაკი ემატებათ: ადრეული ჭაღარა - ის შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მოდუნებული კისერი - კისრის კანი ძალიან თხელია და ყველაზე მეტად არის მიდრეკილი დაბერებისაკენ. მოუვლელი ხელები - ქალების ასაკს ყოველთვის ხელები ამხელს! ამიტომ ხელის მოვლას ყოველთვის დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ. ასაკის შეუფერებელი ჩაცმულობა. მკვეთრი მაკიაჟი - მკვეთრი და გაჯერებული მაკიაჟი უფრო მეტად ასაკოვანი ქალებისთვის არის დამახასიათებელი. "ბებიების პარფიუმი" - თუ ახალ არომატში იგრძნობა, რომ თქვენი ასაკისთვის შეუფერებელია და დისკომფორტს იწვევს, სჯობს არ გამოიყენოთ. ნაოჭები - მათი თავიდან აცილება უფრო იოლია, ვიდრე მოშორება. აუცილებელია გამოვიყენოთ მზისდამცავი კოსმეტიკა და რეგულარულად დავატენიანოთ კანი. მოდუნებული სხეული - საჭიროა დაკავდეთ სპორტით, მასაჟით. გამოიყენოთ ანტიცელულიდური საცხები. ძლიერი რუჯი - გარდა იმისა, რომ ყავისფერი ასაკს მატებს, ზედმეტი რუჯი ვნებს კანს და ხელს უწყობს სწრაფ დაბერებას. დაღლილი გამომეტყველება - ჩამქრალი თვალები, დანაღვლიანებული მზერა - ყოველთვის ასაკს მატებს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია