- ივნისი 08, 2026
რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს ოზურგეთში
- მაისი 26, 2024
- , პოლიტიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ოზურგეთში არაერთი ღონისძიება არის დაგეგმილი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სადღესასწაულო ღონისძიებები დღის 2 საათზე დაიწყება. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება: სამხედრო ტექნიკის გამოფენა; საბავშვო სივრცე: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, გასართობი თამაშები; მცენარეების მოვლის შესწავლა, დარგვისა და გადარგვის აქტივობები; კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა; კულინარიის კუთხე; საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს"; ღვინის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია; საბავშვო სპექტაკლი ზღაპრის გმირების მონაწილეობით. [simple-author-box]