- ივნისი 08, 2026
რა ღონისძიებები გაიმართება პრემიერის ინიციატივით ოზურგეთში
- დეკემბერი 16, 2022
- , პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საახალწლო ღონისძიებები ოზურგეთში 24 დეკემბერს გაიმართება. ამ დღეს არის დაგეგმილი ოზურგეთში მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება. პროგრამა თეატრალურ მოედანზე 14 საათიდან დაიწყება. "14:00-20:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი კვების ობიექტები, გლინტვეინი, ტკბილეული 14:00-20:00 - საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები 16:00-17:00 - ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან 15:30-17:00 - ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი 18:00 - მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთება 18:30 – 20:00 - ირინა ბაირამაშვილი და დათო ლონდარიძე 20:00 -21:00 - ჯგუფი ‘’გუფი ლენდი ‘’ 21:00 - საზეიმო ფოიერვერკი",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ფოტო: არქივი