შაბათი, ივლისი 18, 2026

რა ეტაპზეა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნასაკირალზე


რა ეტაპზეა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნასაკირალზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნასაკირალის გზის მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. "გურიის რეგიონში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო - ჩოხატაური - ოზურგეთი - ქობულეთის საავტომობილო გზის ნასაკირალის მონაკვეთის (კმ 35-კმ 43.6) რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება 9.3 კილომეტრიან მონაკვეთს. ამ ეტაპზე, საგზაო სამოსის მომზადება და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ღირებულება 8.1 მლნ. ლარია",_ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია