შაბათი, ივლისი 18, 2026

რა არის დაგეგმილი 26 მაისს ოზურგეთში


რა არის დაგეგმილი 26 მაისს ოზურგეთში

26 მაისს, ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. "პროგრამა: 14:00 საათი - ღონისძიების დაწყება, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო აქტივობები, პოპკორნისა და ბამბის ნაყინის კუთხე, ბატუტი, გიფერის კუთხე, ტერიტორიაზე იმოძრავებენ კოსტიუმირებული ოჩო ფეხები, გიგანტური საპნის ბუშტების შოუ და გინესის რეკორდსმენი თავით ბურთის კენწვლაში - გოდერძი მახარაძე ახალი რეკორდის დამყარებით. 14:00-17:00 საათი - ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა 17:05-17:10 საათი - ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! ანსამბლი "რეხეული" და "შემოქმედი" ჰიმნის შესრულებით. 17:10-17:20 საათი - ჰიმნის შესრულებისას ფერადი ფოიერვერკის ფონზე, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით სცენის წინ გაიშლება 10 მეტრიანი საქართველოს დროშა. 17:20-19:30 საათი - თეატრალურის კვარტეტი, მასტერი, ღამის შოუს ბენდი და DJ NAQEBI 20:30 საათი - საზეიმო ფოიერვერკი",_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია