- ივნისი 08, 2026
რა ანგარიშით მორჩება საქართველო-პორტუგალია – სუპერკომპიუტერის პროგნოზი
- ივნისი 25, 2024
- , პოლიტიკა
ევრო 2024-ის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. ერთ-ერთი საფეხბურთო სააგენტოს სუპერკომპიუტერმა ამ მატჩის შედეგი ანალიტიკური გამოთვლით იწინასწარმეტყველა. კერძოდ, მისი ვარაუდით ეს დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდება. შეგახსენებთ, რომ სუპერკომპიუტერმა საქართველო-თურქეთის და საქართველო - ჩეხეთის მატჩის შედეგის პროგნოზიც დადო, რომელიც, სამწუხაროდ, არ გამართლდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ დროისთვის 2 ქულა დააგრა, რითიც ჯგუფიდან გასვლის გარკვეული შანსი ექნება. შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი 26 ივნისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე შედგება.