შაბათი, ივლისი 18, 2026

ქვეყანაში ჩუტყვავილა ისევ ცირკულირებს – პედიატრი მშობლებს აფრთხილებს


ქვეყანაში ჩუტყვავილა ისევ ცირკულირებს – პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

ჩუტყვავილა ქვეყანაში ისევ ცირკულირებს. მწვავე ვირუსული დაავადება, ძირითადად, მცირეწლოვან და სკოლის ასაკის ბავშვებია გავრცელებული. მოზრდილი ასაკის პაციენტებში კი ვირუსი გართულების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. პედიატრი თემურ მიქელაძე განმარტავს, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ბავშვების ინფიცირების შემთხვევაში. „ბავშვებისთვის რჩევა არის სიცხის დამწევი საშუალებები, თუ არის მაღალი ტემპერატურა - 39.5 და ზევით. ვურჩევთ, რომ გამოიყენონ პარაცეტამოლის და არა იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატები, რამეთუ იბუპროფენმა შეიძლება მეორადად კანის ნეკროზები და ცელულიტები გამოიწვიოს". წყარო: პრაიმტაიმი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია