შაბათი, ივლისი 18, 2026

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა


ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, გვირგვინით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას. "დავითობის" აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, "მრავალჟამიერი " შეასრულა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია