- ივნისი 08, 2026
ქუთაისელი გიორგი არაბიძე ბრიტანეთის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია
- აპრილი 30, 2024
- , პოლიტიკა
ჯორჯ ბიზეს სახელობის საერთაშორისო კომპოზიციის კონკურსის გამარჯვებული გახდა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე გიორგი არაბიძე. ქუთაისელმა ნიჭიერმა ახალგაზრდა მუსიკოსმა ბრიტანეთის კონკურსზე სპეციალური პრიზი - საუკეთესო საშემსრულებლო ტექნიკა და პირველი პრემია მიიღო. გამარჯვებული ნაწარმოებია სონატა #4. [simple-author-box]