შაბათი, ივლისი 18, 2026

ქიმიაში 63-დან 61 ქულა- სამტრედიაში ლიზი ცაგარეიშვილი პირველია უმაღლესქულიანთა შორის


ქიმიაში 63-დან 61 ქულა- სამტრედიაში ლიზი ცაგარეიშვილი პირველია უმაღლესქულიანთა შორის

სამტრედიელმა ლიზი ცაგარეიშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში საკმაოდ მაღალი შედეგი დადო. მეთორმეტე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გოგონამ სამი სავალდებულოს ნაცვლად ოთხი გამოცდა ჩააბარა, ყველა წარმატებით და განსაკუთრებით ქიმიის გამოცდის ქულით გამოირჩა. ლიზიმ ქიმიაში, უმაღლესი, 63 ქულიდან 61 ქულა აიღო, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში 70- დან 63 ქულა აქვს, გერმანულში-70-დან 68, ბიოლოგიაში-70- დან 63 ქულა. ლიზი ცაგარეიშვილი სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს, მან მიმდინარე წელს სამტრედიის მეთორმეტე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია