შაბათი, ივლისი 18, 2026

ქეთევან დუმბაძეს შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება


ქეთევან დუმბაძეს შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება

68 მომხრე, 1 წინააღმდეგი - ქეთევან დუმბაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. ამის მიზეზი კი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნის გამო თანამდებობრივი შეუთავსებლობა გახდა. ცნობისთვის, მწერალთა სახლის დირექტორად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას და კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, მწერალთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა, თუმცა გავრცელდა მისი მხარდამჭერი ავტორების განცხადებაც.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია