შაბათი, ივლისი 18, 2026

ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს


ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს

ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს. "20 იანვარს, ღამის საათებში ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემ Lider Halil-ს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა. ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც 3 საათი გაგრძელდა (20:00-23:00). ეკიპაჟის პროფესიონალიზმისა და ძალისხმევის წყალობით, 34 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟის 14 წევრიდან სამი ქართველი მეზღვაურია: კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე, უფროსი თანაშემწე როდამ ფუტკარაძე და მეორე მექანიკოსი ჯივან გურგენიძე",_ ნათქვამია საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია