- ივნისი 08, 2026
პუტინმა ახალი განკარგულება გამოსცა
- აპრილი 30, 2025
- , პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კრემლის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში იქნება 8 მაისის დილიდან 11 მაისამდე, რაც მეორე მსოფლიო ომის დასასრულის აღსანიშნავ დღესასწაულს ემთხვევა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა "ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე". აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.