შაბათი, ივლისი 18, 2026

პუტინი: რუსეთს შეუძლია რაკეტები განათავსოს დასავლეთზე დასარტყამ მანძილზე


პუტინი: რუსეთს შეუძლია რაკეტები განათავსოს დასავლეთზე დასარტყამ  მანძილზე

"თუ უკრაინას ნებას მისცემენ რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ღრმად განახორციელოს შეტევა დასავლური იარაღით, რუსეთს შეუძლია განალაგოს რაკეტები ამერიკის შეერთებული შტატებსა და მისი ევროპელი მოკავშირე ქვეყნებზე დასარტყამ დისტანციაზე",_ აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა. „თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ქვეყნები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში არიან ჩართული, მაშინ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიმოქმედოთ იგივე გზით. ზოგადად, ეს არის გზა ძალიან სერიოზული პრობლემებისკენ“, - განაცხადა პუტინმა. reuters-ის ინფორმაციით, პუტინმა საერთაშორის საინფორმაციო სააგენტოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კრემლის ბირთვული დოქტრინა მსუბუქად არ უნდა აღიქვან. პუტინის განცხადებით, დასავლეთი ცდება, როცა ფიქრობს რომ რუსეთი არასოდეს გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია