შაბათი, ივლისი 18, 2026

პროტესტის 95-ე  დღე- თბილისსა და რეგიონებში აქციებია დაგეგმილი


პროტესტის 95-ე  დღე- თბილისსა და რეგიონებში აქციებია დაგეგმილი

პროტესტის 95-ე დღეს- 2 მარტს თბილისსა და რეგიონებში აქციებია დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია 19:00 საათზეა ჩანიშნული. აქცია პარლამენტთან 20:00 საათზე დაიწყება. საპროტესტო აქცია ლოზუნგით: „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“ 17:00 საათზე გორში გაიმართება. 18:00 საათზე - საპროტესტო აქცია იგეგმება ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმში. ქუთაისში აქცია 19:00 საათზე დაიწყება. 20:00 საათზე კი აქცია ჩხოროწყუშია ჩანიშნული.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია