- ივნისი 08, 2026
პროკურატურამ მარტვილში მომხდარ ავარიაზე გამოძიება დაიწყო
- აპრილი 25, 2022
- , პოლიტიკა
საქართველოს პროკურატურამ მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 24 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონული სამმართველოს უფროსის მოდგილის დ.გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი „მიცუბიშის" მარკის ავტომანქანის და ვ.ჯ. -ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის" მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად მერსედესის მარკის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი გარდაიცვალა. ასევე, ორივე ავტომანქანის მძღოლმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.