- ივნისი 08, 2026
პროკურატურამ ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
- დეკემბერი 16, 2024
- , პოლიტიკა
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, აქართველოს პროკურატურამ სასამართლოს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ელისაშვილთან მიმართებაში პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენებას ითხოვს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციითვე, პროკურატურამ იგივე მოთხოვნით მიმართა სასამართლოს აქციებზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანთან დაკავშირებითაც. ორივე პროცესი სასამართლოში დღეს გაიმართება.