- ივნისი 08, 2026
პროდუქტები, რომლებიც გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას
- აპრილი 15, 2025
- , პოლიტიკა
მწვანე ჩაი - ეს უნიკალური სასმელი ხელს უწყობს არა მარტო სხეულის, არამედ ტვინის პრობლემებსაც. ის აფერხებს დაბერების პროცესს და ამარცხებს კიბოს პრევენციას. წყალი - უნივერსალური წამალი. საუკეთესოა ყველა მდგომარეობის დროს, ეხმარება ტვინს დეტოქსიკაციაში და მისი რეგულარული მიღება იცავს ტვინს და აუმჯობესებს მეხსიერებას. როზმარინი - შეიცავს კარნოსინის მჟავას, რომელიც ასევე იცავს ტვინს დეგენერაციუკლი დაავადებისგან, მაგალითად სკლეროზისგან. თაფლი - ხშირად თაფლს ტვინის მკვებავად მოიხსენიებენ, რომელიც ტვინს აძლევს ენერგიას. ამასთანავე თაფლი იმუნოსტიმულანტია და ანტიოქსიდანტებს შეიცავს. ხახვი - შეიცავს ანთოციანინებს და შესაბამისად ტვინს იცავს დაზიანებისაგან. ავოკადო - სად არ შეხვდებით ამ უნიკალურ ხილზე რეკომენდაციებს.იცავს ტვინის უჯრედებს დაზიანებისაგან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ტვინის ჟანგბადით მომარაგებას. გოგრის თესლი - შეიცავს ცხიმოვან მჟავებს დიდი ოდენობით ასევე შეცავს თუთიას, რომელიც გვეხმარება მეხსიერებაში. ნუში - შეიცავს E ვიტამინს და ომეგა3 ცხიმოვან მჟავას, დიდი ოდენობით შეიცავს B6 ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონერებისათვის. ნიგოზი ან თხილი - ასევე შეიცავენ ომეგა 3 და დამატებით შეიცავს E ვიტამინს, რომელიც მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. თევზი - დიდი რაოდენობით შეიცავს თევზის ქონს, მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც იცავს ტვინის უჯრედებს და აუმჯობესებს მეხსიერებას. ომეგა 3 - ით მდიდარია ორაგული, სარდინი, ქაშაყი, სკუმბრია.