შაბათი, ივლისი 18, 2026

პრეზიდენტმა შოთა ქარსელაძე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოვა


პრეზიდენტმა შოთა ქარსელაძე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა შოთა ქარსელაძე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოვა. ცნობისთვის, შოთა ქარსელაძე 3 ივლისს თბილისში, მდინარე მტკვარში უცნობი გოგოს გამო გადახტა. გოგო გადარჩა, კაცის ცხედარი კი რამდენიმესაათიანი ძიების შემდეგ მაშველებმა იპოვეს. საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო შოთა ქარსელაძის დედას, მარინა გარსევანიშვილს გადასცა. დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში მხოლოდ შოთა ქარსელაძის დის და მეგობრის მონაწილეობით გაიმართა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია