- ივნისი 08, 2026
პრეზიდენტმა დღეს 9 მსჯავრდებული შეიწყალა
- დეკემბერი 23, 2024
- , პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 9 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეწყალებულებიდან 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს.