კვირა, ივლისი 19, 2026

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა


პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული  შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 9 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან. 2 მსჯავრდადებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია