- ივნისი 08, 2026
პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა
- დეკემბერი 05, 2024
- , პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, მათგან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.