- ივნისი 08, 2026
პრეზიდენტი: ახალგაზრდა აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს
- ნოემბერი 21, 2024
- , პოლიტიკა
"სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ",_ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ის პირად გვერდზე წერს. “სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ: საპოლიციო ძალების მიერ ცემები, დაკავებები და 7 წლამდე პატიმრობის მუქარები. ამ გოგოს ხუთ პოლიციელზე თავდასხმას აბრალებენ!!!” _ წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და აზიარებს ლიზი თირქიას ფოტოს, რომელმაც “ფეისბუქში“ დაწერა: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს და მეუბნებიან, რომ აქციაზე 5 პოლიციელს თავს დავესხი, გავიქეცი და ვიმალები”.