- ივნისი 08, 2026
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა
- სექტემბერი 05, 2024
- , პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ნაკრების ფეხბურთელებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ სჯერა, ქვეყანა მათი გამარჯვებით კიდევ არაერთხელ იამაყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.