შაბათი, ივლისი 18, 2026

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს


პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირი აპლიკაციით გამოძახებული ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ახალი წლის ღამეს მგზავრებს დამატებითი თანხის გადახდა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი დანით მუქარაზე გადავიდა. მგზავრების თქმით, მძღოლი ძალიან ნერვიულობდა და საგზაო წესებსაც ხშირად არღვევდა. პოლიციამ 25 წლის მამაკაცს იარაღები და ნარკოტიკი აღმოუჩინა. მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია