შაბათი, ივლისი 18, 2026

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს


პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში 30 წლის ქართველი კაცი კბილის პასტების ქურდობისთვის დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მან ჩანთაში ძვირადღირებული კბილის პასტები ჩაიწყო და მაღაზიიდან გაპარვა სცადა. რა დროსაც მას ადგილობრივმა დაცვის თანამშრომელმა "ქურდი" დაუძახა. მაღაზიაში პოლიციის თანამშრომელიც აღმოჩნდა, რომელსაც იმ დღეს თავისუფალი დღე ჰქონდა. ის მაღაზიიდან გაქცეულ კაცს დაედევნა და რამდენიმე მეტრის მოშორებით დააკავა. ამოღებული საქონელი მაღაზიის თაროებზე დააბრუნეს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია