- ივნისი 08, 2026
პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე 19 წლის გოგონას გატაცების ბრალდებით დააკავეს
- დეკემბერი 06, 2023
- , პოლიტიკა
პოლონეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 19 წლის, სავარაუდოდ, ქართველი გოგონას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. უწყების ცნობით, სამართალდამცავებებს გოგონას დედამ 1 დეკემბერს შეატყობინა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. პოლიციამ გამტაცებლები 33, 37 და 38 წლის მამაკაცები 5 საათში დააკავა. გოგოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.