შაბათი, ივლისი 18, 2026

პოლონეთმა გაანეიტრალა ბელარუსთან და რუსეთთან დაკავშირებული დივერსიული ჯგუფი


პოლონეთმა გაანეიტრალა ბელარუსთან და რუსეთთან დაკავშირებული დივერსიული ჯგუფი

პოლონეთის უშიშროების სამსახურებმა გაანეიტრალეს რუსეთისა და ბელარუსის მიერ ორგანიზებული დივერსიული ოპერაცია, რომლის მიზანი იყო პოლონეთის დესტაბილიზაცია. ამის შესახებ reuters-ის ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა. მისი თქმით, დივერსანტებმა, რომლებიც მოქმედებდნენ ბელარუსიდან რუსეთთან თანამშრომლობით, შეაღწიეს ადგილობრივ და ცენტრალურ სამთავრობო ინსტიტუტებში, მათ შორის სახელმწიფო კომპანიებში, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო კონტრაქტებს. „ბელარუსისა და რუსეთის საგარეო სამსახურებს ჰქონდათ კონკრეტული მიზანი - გამოეძალათ ინფორმაცია და დე ფაქტო კიბერომი წამოეწყოთ“, - თქვა გავკოვსკიმ, რომელიც ასევე არის მინისტრი ციფრულ საკითხებში. მისი თქმით, ოპერატიული მიზანი, მონაცემების მოპარვა შანტაჟის მიზნით, ჩაიშალა. "კიბერსივრცეში საფრთხეები მოდის ყოველ საათში, ყოველ წუთში. ხშირად, დღეში ათასზე მეტი ინციდენტი ხდება", - თქვა გავკოვსკიმ, რომელმაც ივნისში განაცხადა, რომ პოლონეთმა დაბლოკა რამდენიმე კიბერშეტევა მის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. პოლონეთი ასევე უკავშირებს რუსეთს მის მიწაზე დივერსიის და ხანძრის ინციდენტებს და ამბობს, რომ რუსული სპეცსამსახურები აქტიურად ცდილობენ შეაგროვონ ინფორმაცია უკრაინაში იარაღის მიწოდების შესახებ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია