შაბათი, ივლისი 18, 2026

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა


პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. 1 ივნისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობის აქტივობა 71.63% იყო. პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მიერ ყველა ოლქის მასშტაბით გამოქვეყნებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ნავროცკიმ ხმათა 50.89%, ხოლო ტშასკოვსკიმ - 49.11% მიიღო. არჩევნების დასრულების შემდეგ კაროლ ნავროცკიმ პირობა დადო, რომ პოლონეთში პატრიოტულ ბანაკს გააერთიანებს, იმ ადამიანების ბანაკს, რომლებსაც არალეგალი მიგრანტების გარეშე ნორმალურ პოლონეთში ცხოვრება სურთ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია