შაბათი, ივლისი 18, 2026

პოლიციელი ბოცვერი


პოლიციელი ბოცვერი

ცოტა ხნის წინ, აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ იუბა-სიტიში პოლიციის დეპარტამენტმა სამსახურში ბოცვერი აიყვანა. გასული წლის ოქტომბერში ერთ-ერთმა პოლიციელმა ქუჩაში შინაური ბოცვერი იპოვა, რომელიც ცხოველთა კონტროლის სამსახურს გადასცა. თუმცა, მფლობელმა ბოცვერს არ მოაკითხა და ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა მას პერსი დაარქვეს და „ჯანმრთელობის ოფიცრის“ თანამდებობაზე დაასაქმეს - მის მოვალეობებში კოლეგების სტრესისგან გათავისუფლებაა. პოლიციელები აღნიშნავენ, რომ პერსი თავის სამსახურს მშვენივრად ართმევს თავს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია