შაბათი, ივლისი 18, 2026

პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს- რა მოხდა მაჰაჩყალაში


პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს- რა მოხდა მაჰაჩყალაში

მაჰაჩყალაში საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს დაესხნენ თავს. თავდამსხმელებსა და პოლიციელებს შორის გახსნილი ორმხრივი ცეცხლის შედეგად არიან დაღუპულები, ინფორმაცია და ვიდეოკადრები ტელეგრამის არხებით ვრცელდება. მომხდარის შესახებ დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. განცხადების თანახმად, თავდასხმისას სამი პოლიციელი დაიღუპა, თავდამსხმელები კი პოლიციის ავტომობილით მიიმალნენ. ვრცელდება ცნობები ქალის დაჭრის შესახებაც. ზოგი არხი ავრცელებს ცნობებს, რომ დაღუპულია ერთი ან მეტი თავდამსხმელიც. ამოქმედებულია ე.წ. გეგმა Перехват-ი (გადაჭერა). ტელეგრამის არხი Baza წერს, რომ ადგილზე სულ ოთხი თავდამსხმელი შეიძლება ყოფილიყო. ეს პოლიციელებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა დაღესტანში, მსგავსი შემთხვევა იყო გასული წლის ივნისშიც. წყარო: რადიოთავისუფლება



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია