- ივნისი 08, 2026
პოლიციამ შეიარაღებულ კაცს ესროლა – რა მოხდა ევრო 2024-ის მატჩის დაწყებამდე (უცხოეთი)
- ივნისი 16, 2024
- , პოლიტიკა
პოლონეთი-ნიდერლანდების მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჰამბურგის ცენტრში, პოლიციელებმა ცეცხლი გაუხსნეს წერაქვით შეიარაღებულ მამაკაცს, რომელიც სამართალდამცველებს ემუქრებოდა. პოლიციის ცნობით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას სამედიცინო დახმარება უტარდება. როგორც ცნობილია, თავდამსხმელი „მოლოტოვის კოქტეილისთვის“ ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა, რა დროსაც მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.