შაბათი, ივლისი 18, 2026

პოლიციამ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დააკავა


პოლიციამ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ვეტერან მოჭიდავე ელდარ [ლუკა] კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება - კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს",_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია