- ივნისი 08, 2026
პირველი აპრილიდან მწეველს შეუძლია შინ შეინახოს 50 გრამამდე კანაფის პროდუქტი (გერმანია)
- აპრილი 01, 2024
- , პოლიტიკა
1 აპრილიდან გერმანიაში კანაფის ნაწილობრივ ლეგალიზების კანონი ამოქმედდა. ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან ამ ნაბიჯის მომხრეები შუა ღამის შემდეგ ზეიმობდნენ ახალ თავისუფლებას. ასეულობით ადამიანი შეიკრიბა იქ და როგორც dpa-ს კორესპონდენტი იტყობინება, დემონსტრაციულად ეწეოდნენ მარიხუანას და ცეკვავდნენ რეგეის მუსიკაზე. ამიერიდან სრულწლოვანებს აქვთ უფლება ატარონ 25 გრამი მარიხუანა ან ჰაშიში. აკრძალულია მისი მოხმარება არასრულწლოვანების თანდასწრებით, ასევე სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან და სპორტულ ობიექტებთან. მწეველს შეუძლია შინ შეინახოს 50 გრამამდე კანაფის პროდუქტი. "რადიოთავისუფლება"