შაბათი, ივლისი 18, 2026

„პირსისხლიანი ბოლშევიკები“


„პირსისხლიანი ბოლშევიკები“

ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი ერთ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა: „12 წელი ვიყავი „ცისკრის“ რედაქტორი. ჩემს დროს ერთი ასეთი ამბავი მოხდა: ჟურნალში „პირსისხლიანი მენშევიკების“ ნაცვლად „პირსისხლიანი ბოლშევიკები“ დაიბეჭდა. წარმოიდგინეთ, რა დროა. ვთქვით, რომ შეცდომა გაიპარა, კორექტურაა. დამიძახეს ცეკაში და მეუბნებიან, რა ვქნათ ახლა, არაფერი გამოდის, საყვედური უნდა მოგცეთო. - კი ბატონო, - ვთქვი მე. გადაწყდა საქმე. უკვე გამოვდივარ ოთახიდან და მესმის: „ჯანსუღ, პირად საქმეში შეტანით მოგცემთ, რა? - კი, კაცო, კი, შენი ჭირიმე-მეთქი. ასე გვაძლევდნენ საყვედურებს, თუ ეს რამეს ნიშნავდა“.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია