შაბათი, ივლისი 18, 2026

პირადობისა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება


პირადობისა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება

2025 წლის 4 ივნისიდან იცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები. კერძოდ, „ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად: მოწმობა უნდა შეიცავდეს (გრაფები მოწმობაზე დაიტანება ერთგვაროვნად, ქართულ (გარდა მოწმობის წვდომის კოდისა (CAN – Card Access Number)) და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO 9303) სტანდარტის შესაბამისად). დ) მოქალაქეობას; ე) დაბადების თარიღს; ვ) დაბადების ადგილს; ზ) პირად ნომერს; თ) ფოტოსურათს; ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს; კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; ლ) მოწმობის გაცემის თარიღს; მ) მოწმობის მოქმედების ვადას; ნ) ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; ო) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; პ) მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); ჟ) QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია. ბრძანებს თანახმად, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე პირის შესახებ „ნ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით. უკვე გაცემული და დღეს მოქმედი „მოწმობები მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით“. წყარო: publika



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია