შაბათი, ივლისი 18, 2026

პეტრე ცისკარიშვილი: ამ პროცესზე პროკურორები და მოსამართლეები თამაშობენ ერთ გუნდში და ემორჩილებიან ივანიშვილს


პეტრე ცისკარიშვილი: ამ პროცესზე პროკურორები და მოსამართლეები თამაშობენ ერთ გუნდში და ემორჩილებიან ივანიშვილს

“ამ პროცესზე პროკურორები და მოსამართლეები თამაშობენ ერთ გუნდში და ემორჩილებიან ივანიშვილს, რომელსაც ძალიან ეშინია მიხეილ სააკაშვილის გარეთ ყოფნის და ამიტომ ჰყავს გამოკეტილი საკანში,” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე. “მიშა სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას ეს პროცესი არის შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი, როდესაც პროკურორები, მოსამართლეები და სასამართლო ერთ გუნდში თამაშობენ და ექვემდებარებიან ივანიშვილს. ერთ მხარეს არიან აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი, რომლის გარეთ ყოფნაც აშინებს რეჟიმს და ამიტომ უნდათ, რომ იყოს საკანში გამოკეტილი,” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია