- ივნისი 08, 2026
პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებული მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში კორონავირუსის დადასტურების გამო გადაიყვანეს
- ნოემბერი 14, 2021
- , პოლიტიკა
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში კორონავირუსის დადასტურების გამო გადაიყვანეს, – ამის შესახებ სპეაციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. „საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ მსჯავრდებული გ.მ. მე-18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან კლინიკა ,,ვივამედშია“ გადაყვანილი. მას მიმდინარე წლის 13 ნოემბერს „კოვიდ-19“-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა (რესპირატორული სიმპტომები, ტემპერატურის უმნიშვნელო მატება). მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა პისიარტესტირება და მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა „ვივამედში“ მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – ნათქვამია განცხადებაში.