- ივნისი 08, 2026
პატარძეულთან ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს
- დეკემბერი 24, 2022
- , პოლიტიკა
ბრიტანული კომპანია Block Energy, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა/მოპოვებას ახორციელებს, აცხადებს, რომ პატარძეულთან, აქამდე დაუმუშავებელ ტერიტორიაზე ნავთობის მარაგი აღმოაჩინა. კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს აღმოჩენა შესაძლებელი JSR-01 DEEP ტესტირების პროგრამის ფარგლებში გახდა. JSR-01 DEEP ჭაბურღილი პატარძეულის საბადოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ის JSR-01 ჭაბურღილთან შედარებით, 470 მეტრზე ღრმად, დახრილი კუთხით გაიბურღა, რაც სხვადასხვა ზონების ტესტირების და შესაბამისად, დარჩენილი ნავთობის პოტენციალის შეფასების საშუალებას იძლევა. ტესტირების საფუძველზე, კომპანიას ახლა პროექტი II-ის განვითარება შეუძლია. ჭაბურღილის დღიური წარმადობა 45 ბარელია. პატარძეულის საბადომ 1975 წლიდან 1985 წლამდე 98 მილიონი ბარელი ნავთობი აწარმოვა. Block Energy-მ ის 2020 წელს შეიძინა. წყარო: businessformula