შაბათი, ივლისი 18, 2026

პარლამენტთან აქციაზე მოქალაქეები დააკავეს


პარლამენტთან აქციაზე მოქალაქეები დააკავეს

პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე 2 მოქალაქე დააკავეს,_ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მომიტინგეებმა საპროტესტო ბანერების გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა და "დაუმორჩილებლობის ბრალდებით" დააკავა. შემთხვევა 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა, მაშინ როცა აქციის მონაწილეები ტროტუარზე იდგნენ. ერთ-ერთი დაკავებული, აქტივისტი თაკო კურატიშვილია - მას ხელში ბანერი ჰქონდა, წარწერით "ანწუხელიძე უკვდავია". ახალგაზრდები, სავარაუდოდ, განყოფილებაში გადაჰყავთ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რომელში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია