შაბათი, ივლისი 18, 2026

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა


პარლამენტთან  საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

"პუბლიკას" ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, 3 ადამიანი დააკავა. ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია გზას ათავისუფლებდა, რა დროსაც მოქალაქეები „არ დაემორჩილნენ”. „პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და გზას კეტავდნენ ხელოვნურად, იდგა 5 ადამიანი და გზას კეტავდნენ. მოუწოდა პოლიციამ, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ და მიიღეს რეაგირება”, – თქვა ბზიშვილმა „ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში. „პუბლიკის” რეპორტიორის მიერ გადაღებულ დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიცია მოქალაქეებს ტროტუარზე აკავებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია