შაბათი, ივლისი 18, 2026

პარლამენტის საიტი _ “ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით”


პარლამენტის საიტი _ “ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით”

"USAID-მა უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველ ჯერზე არჩევნების აყირავების მოთავეები არიან", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც გაირკვა, მიუხედავად იმისა, რომ პაპუაშვილს USAID-ი "არჩევნების აყირავების" მოთავედ მიაჩნია, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი სწორედ USAID-ის მხარდაჭერითაა მომზადებული და მას ამ ორგანიზაციის ლოგოც ამშვენებს: "ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს", _ წერია parluament.ge-ს Footer-ში ანუ ქვედა ნაწილში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია