- ივნისი 08, 2026
პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს
- თებერვალი 04, 2025
- , პოლიტიკა
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც ირკვევა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას უკავშირდება. "მიმდინარე წლის 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით წარსდგება. აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა",_ ნათქვამია პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.