შაბათი, ივლისი 18, 2026

პარლამენტი კობახიძის მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 27 ივნისს მოისმენს


პარლამენტი კობახიძის  მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 27 ივნისს მოისმენს

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით 27 ივნისს წარდგება. 146-გვერდიან მოხსენებაში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა. ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივებისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტებიც განსაზღვრა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია