- ივნისი 08, 2026
პარკთან, მდინარეში ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონოდ თევზს იჭერდნენ
- სექტემბერი 24, 2024
- , პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რუსთავში, პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, ორი მოქალაქე გასაბერი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობის საშუალებით ახდენდა უკანონო თევზჭერას. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 4,1 კგ. ხრამულის სახეობის თევზი. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.