- ივნისი 08, 2026
პარიზი- ბოვეს აეროპორტში მისულ მგზავრებს ქუთაისის რეისი გაუუქმეს
- დეკემბერი 13, 2022
- , პოლიტიკა
ამ წუთებში უიმედოდ იმყოფება პარიზი- ბოვეს აეროპორტში 174 მგზავრი. ისინი რამდენიმე საათის წინ უნდა გამოფრენილიყვნენ საქართველოში. მათ აეროპორტში მისულებს რეგისტრაციის წინ უთხრეს, რომ პარიზი- ქუთაისის რეისი გაუქმებულია. მგზავრთა შორის იმყოფება პარიზში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, რომელსაც ,, გურია ნიუსი" დაუკავშირდა. გიორგის თქმით, wizz air-ის წარმომადგენელი ჯერაც არ გამოჩენილა მათთან: ,,პარიზი-ბოვეს აეროპორტში მოსულებს რეგისტრაციის დაწყების წინ გვითხრეს რომ, რეისი პარიზი-ქუთაისი გაუქმებულია. საქმე იმაშია რომ, ავიაკომპანა wizz air-ის ოფიციალური წარმომადგენელი ჩვენამდე არ მოსულა, აეროპორტის წარმომადგენელმა მოგვცა ტელეფონის ნომერი რომელზეც არავინ გვპასუხობს და ვართ, აი, ასეთ დღეში 174 მგზავრი... ასეთ მცირეწლოვანი ბავშვებით რომ ზის ხალხი აეროპორტში და კაციშვილი პასუხის გამცემი არაა .. მიპასუხეთ ახლა რა ვქნათ და პირველ რიგში რა ქნას ამ ხალხმა? ქუჩაში -5 გრადუსი ყინვაა, ღამის 11 საათზე აეროპორტს დაკეტავენ.. რამე მაინც გვითხარით ?"- საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ამ შინაარსის პოსტებს დებს გიორგი ფოფხაძე და ლაივებს აზიარებს, თუ რა მდგომარეობაშია საქართველოს რეისზე გამოსაფრენი 174 მგზავრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. [simple-author-box]