- ივნისი 08, 2026
პარამოფარიკავეები ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი პარალიმპიადის ნახევარფინალში გავიდნენ
- აგვისტო 25, 2021
- , პოლიტიკა
ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაში ქართველი პარამოფარიკავეები ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ჩაერთნენ. ხეცურიანმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 5-დან სამი შეხვედრა მოიგო, მეოთხედფინალში კი იტალიელი როსანა პასკინო 15:14 დაამარცხა. ნახევარფინალში ხეცურიანის მეტოქე ჩინელი შუმაი ტანი იქნება. რაც შეეხება თიბილაშვილს, მან საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან ორ შეხვედრაში იმარჯვა და ძირითად ბადეში ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 სძლია. მეოთხედფინალში თიბილაშვილმა უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა და ნახევარფინალში ასევე უკრაინელ ევჰენია ბრეუსს შეხვდება. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველო 14 პარასპორტსმენით სპორტის 6 სახეობაშია წარმოდგენილი.