- ივნისი 08, 2026
ოზურგეთში ხვალ აქცია გაიმართება
- ივნისი 18, 2022
- , პოლიტიკა
ოზურგეთში 19 ივნისს, დღის 3 საათზე ე.წ. ჭადრების ბაღში აქცია გაიმართება. #ევროპისკენ #თავისუფლებისთვის - ეს იქნება აქციის მთავარი გზავნილი. “იმისათვის, რომ კანდიდატი წევრის სტატუსი მოგვცენ, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა პოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში, შესაბამისად, ახლა უნდა დავანახოთ ჩვენი ერთიანობა“, - ამბობს “გურია ნიუსთან“ აქციის ორგანიზატორი თამარ ოგანოვა. თამარ მიქაძე, აქციის ერთი-ერთი ორგანიზატორი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს: “ერთად, ერთად და მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია დავანახოთ ყველას ჩვენი არჩევანი, გავაგონოთ ყველას ჩვენი ხმა და ეს არის თითოეული ჩვენგანის არა კეთილი ნება, არამედ მოვალეობა ! დავანახოთ ყველას, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი ! იმოქმედე ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ, ევროპისკენ, თავისუფლებისთვის! “ აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა "თავისუფლებისთვის" არის. [simple-author-box]