- ივნისი 08, 2026
ოზურგეთში საგზაო – ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
- ივნისი 08, 2022
- , პოლიტიკა
ოზურგეთში საგზაო - ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს: სოფლების - ცხემლისხიდისა და ვაკიჯვრის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება; ხდება დაზიანებული გზების და კრიტიკული მონაკვეთების აღდგენა; სახიდე გადასასვლელებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა; სოფელ დვაბზუში და ანასეულის დასახლებაში შიდა გზების რეაბილიტაცია; სოფელ სილაურში - მდინარე რობაზე ხიდის მშენებლობა. მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.