- ივნისი 08, 2026
ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხეს დგამენ: „მალე მზად იქნება“
- დეკემბერი 21, 2022
- , პოლიტიკა
დღეს, დილაადრიან, ოზურგეთში, თეატრის წინ ( ზ. გასახურდიას სახ. მოედანი) განახლდა საახალწლო ნაძვის ხის აწყობა. ამ საქმეზე ქალაქის სერვისცენტრის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. _ამინდმაც ხელი შეგვიშალა. წვიმდა. დღეს დასრულდება მთლიან კონსტრუქციაზე მწვანე მასის დამაგრება. შემდეგ ნათურების დამაგრება და საერთოდ , მორთვა დაიწყება. ხვალ ნაძვის ხე ოზურგეთის ცენტრში მზად იქნება, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის სერვისცენტრის კეთილმოწყობის განყოფილების უფროსმა. [simple-author-box]